0

ძმის გული

ძმის გული, ტერმინი რომელსაც იყენებენ ადამიანის მიმართ რომელსაც შეიძლება არ იცნობდნენ კარგად, მაგრამ უნდათ რომ ახლო მეგობრებად ჩანდენ.

ძმის გულს გაუმარჯოს!

0

კასპერი

მიმზიდველი ადამიანი, რომელიც პერიოდულად ჩნდება თქვენს ცხოვრებაში და გაფორიაქებთ. მეგობრული მოჩვენება.

- გოგო, რატო გირეკავ ახლა. მოკლედ... წინა შაბათ-კვირას მე და ლიკა ვიყავით წერაქვის ტყეში. ხო იცი, რა გიჟები ვართ და უცებ, მოგვინდა არალეგალურად ნადირობა. ჰოდა, ჩავსხედით კამუფლაჟით საფარში და აბა, გამოიცანი, ვინ გაიჩითა? ხოოო, მახოოო! გაუკვირდა, აქ რას აკეთებო და „ვბრაკონიერობთ გოგოების“ თქმა გამიტყდა. ვიოლინოს დასამზადებლად რეზონანსულ ხეებს ვეძებთ და კამერტონი ჩამივარდა ბუჩქებში-მეთქი. ისეთი საყვარელია, დაიჯერა. საღამოს შევედი მაგის პროფილზე და რეინჯერად დაუწყია მუშაობა.

0

ინდური სერიალი

ბებიების ტელეღიპუცები.

- ბე, ლალიმ, ლეიბის საბერტი ჯოხი მათხოვოსო.
- ...
- ბე!
- ...
- ... ლალი დეიდა, ძინავს და შემოგიტან ცოტა ხანში.

0

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტოლოგი

პენსიონერი, რომლის შეხედულების მიხედვითაც უნდა მოეწყოს სამყარო. მას მიაჩნია, რომ ახალგაზდა ადამიანის ნებისმიერი მოქმედება კაცობრიობის წმინდა უფლების შელახვა და ფეხით გათელვაა. მათი და კონდუქტორის პირისპირ შეხვედრამდე, საქალაქო ტრანსპორტში ირთვება საგანგაშო სირენა, რომელიც წარმოადგენს ველურ დასავლეთში ჩაწერილ კოიოტის კივილის ხმას და აფრთხილებს მგზავრებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. არასოდეს აქვს სამგზავრო ბილეთი.

2084 წელი. თბილისი.
- გუშინ პოლიეთილენის პარკები ამოუღიათ „თბილაბრეშუმ ცისარტყელას“ აშენებული ბინებიდან. პიტნის წვეთებიც გააქრეს აფთიაქებიდან.
- ჩუმად ილაპარაკე, ყველგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტოლოგები არიან. ასანთის ღერი მაქვს და ის გაღეჭე, სანამ დაფრინდება ტრამვაი. გული თუ აგერია, ეგრევე ჩაგვავლებენ.

0

ბუტკის ჭაჭა

სინთეზური გზით მიღებული მომწამვლავი ნივთიერება, რომელიც ხასიათდება მძიმე გამაბრუებელი სუნით. მოწამლულ ადამიანს ეწყება სმენითი და ბგერითი ჰალუცინაციები. ავიცენამ აღწერა ბუტკის ჭაჭით გამოწვეული სიბრმავის რამდენიმე ფაქტი. ბუტკის ჭაჭა გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ის ათავისუფლებს ქალს მკვდარი ნაყოფისაგან, ეფექტურია ნერვული აგზნების, ენტეროკოლიტისა და მრგვალი ჭიების დასაყრელად. ბუტკის ჭაჭის ნახარშით მოწამლეს ათენელებმა სოკრატე.

გეგა ბუტკის ჭაჭას წურავდა დოლბანდზე და სველი თითი თვალში მოუხვდა. საწყალს კბილები ღრძილებს დაუშორდა და სტომატოლოგის ფულს ვუგროვებთ ბიჭები.

0

სახსრებში მტეხს

ფრაზა განეკუთვნება მოხუცი ადამიანების მიკრომატიანეს და მიანიშნებს ამინდის გაუარესებაზე. იდიომატური გამონათქვამი ასევე გავრცელებულია მოყვარულ სინოპტიკოსებსა და რევმატიზმით დაავადებულ მეტეოროლოგებს შორის. მედიკოსებისა და ნატურალისტების დაკვირვებით, პენსიონერების ბარომეტრი 95%-ით ზუსტია. ზოგიერთ პრიმიტიულ კულტურაში მიჩნეულია, რომ შესაძლებელია ამინდის კონტროლი და, მასზე ზემოქმედების მოსახდენად, სარიტუალო მოხუცებს მტკივან არეში უზელენ დიკლაკის გელს. სამედიცინო ტრადიცია გვაფრთხილებს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა არ დასტურდება პრაქტიკით.

- თეშტიგო, საწვიმარი და ბარჯი ჩაიტანე ველბოტში. ამინდი გაფუჭდება.
- აქაბი გააწამა ისევ რევმატიზმმა?
- სახსრებში მტეხს, გიჟი მარტი მოტრიალდა აპრილის ქარებშიო.

0

სუდია პიდარასტ

მიმართულია მსაჯისკენ რომელმაც გულშემატკივართა აზრით შეცდომა დაუშვა, ხშირად ამ გამოთქმას გვერდს უმშვენებს ისეთი გამოთქმები როგორიცაა: “სუდია ყლე ხარ თუ ზღვის გოჭი”; “რაზვალი გაისწორე სირო” და ა.შ.

-ე, ე ნახე ამ ყლემ რა ჯარიმა დაუსტვინა.
- აბა მაგის დედას შევეცი სუდია პიდარაასტ.

2

ჰეითერი

ჰეითერი ხშირ შემთხვევაში, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ტიპია,რომელიც უმიზეზოდ გიდისლაიქებს ყველაფერს.მეც ავიკიდე ერთი ასეთი ბიძერზე როგორც ჩანს...

ლუზერრრრ