0

გვირაბი თსუ-ში

პენტაგონის დონეზე გასაიდუმლოებული გვირაბი,რომელიც პირველსა და მეორე კორპუსებს ერთმანეთთან აკავშირებს. ერთი გადმოცემით,მის კედლებზე გადმოცემულია კაცობრიობის განვითარების ისტორია შუმერებიდან - ჩვენამდე. არსებობს მოსაზრება,რომ იგი უკავშირდება ბუნკერსა და პარლამენტის შენობას. გვირაბამდე მისაღწევად გვჭირდება "გაქცევის" ყურება და მინიმუმ გამოცდილ გიდთან ერთად სიარული.

"ვაიმე,რა სიბნელეა,ვინმე არ დაგვხვდეს"
"ამ გვირაბში დემოგრაფიულ პრობლემებზე ფიქრი არ გამიგიაა მე"
"წამო,წვიმაა,გვირაბით გადავაჭრათ"

0

კეკელიძის ლობიანი

დამშეული თსუ-ელის ლეგენდად ქცეული ვალჰალასთან გათანაბრებული სამოთხე, სადაც სტატუსთან შესაბამისი რაოდენობის თანხით (2.4 ლ) ახორციელებს შიმშილის მოკვლის სწრაფ მოქმედებას, ორად გადაკეცილი ლობიანის/ხაჭაპურის 4-5 ლუკმად "დაყუმბარების" ფაქტზე. უპირატესობა ენიჭება ლობიანს. იცვლება თსუ,მაგრამ უცვლელია "კეკელიძე"

"წამო, კეკელიძისკენ დავიძარით"
"ვენდისის ფული არ მაქვს,წამო,ლობიანები გადავირტყათ"

0

სემინარი

2 საათიანი ჰოლოკოსტი,გოლოდომორი,ორივე მსოფლიო ომი,ჩინგიზ ყაენის ყველა შემოსევა და კარიბის ზღვის კრიზისი. სემინარის დროს სტუდენტს ერთვება გონების ყველაზე ბნელ კუნჭულში მიმალული წარმოდგენის გენიალური უნარი და ქმნის ისეთ საოცრებებს,რომელიც ამ საქმის სპეციალისტებს ჯერ არც დასიზმრებიათ. სტუდენტები ესწრებიან ორი განზრახვით : 1) დასწრების ქულა მაინც იყოს; 2)დავკლიკე და ჩავირიცხე,პატივცემულო!
შესვენებებისას დავინახავთ უნივერსიტეტის შესასვლელში მწეველ ნაღებ საზოგადოებას,რომელიც განერვიულებული ღერს-ღერზე ეწევა

- რას შვები,ძმა?
- სემინარი მაქვს ორ წუთში
- ღმერთმა დაგიფაროს

0

შემეტენა

გადმოცემის თანახმად,შეტენვას მავანნი დიალოგის დროს ამოიცნობდნენ შემდეგი ტიპის სიტყვების მოსმენით : "GPA მინდა, თორემ, დედას არ მოვ**ნავ?" , "პროსტა ვიპოხუისტე რააა" "სემინარისტი მყავდა პროსტა ცუდი". სტუდენტს ერთი საგნის სამჯერ შეტენვას ურჩევნია ჯოჯოხეთში ლუციფერმა ხარშოს მაღალ ცეცხლზე,შავ ქვაბში პუტინთან,მედვედევთან და ჯიმ ჩენ ინთან ერთად.

- მაინც შემეტენა...
- მთავარია ქალიშვილი ხარ,ეგ არაფერი.

0

ნუ გეშინია,გეთამაშება

ორმეტრიანი კაციჭამია ნაგაზის პატრონის საფირმო ფრაზა,რომლის ძაღლიც ეს-ესაა შემოგახტეს და ძვალივით მოგ**ნას აღმატებით ხარისხში. ეს სიტყვები ითქმის ღიმილიანი სახით

(ძაღლის ყეფა)
- გადი, შენ დედა მო***ნულო!
- ნუ გეშინია,გეთამაშება