12.02.2020
განყოფილების უფროსი
ერთგვარი მითიური არსება, რომელსაც ყველა იცნობს უბანში და ყველას ახლობელია. ის მზადაა ნებისმიერი გასაჭირისგან დაიხსნას უბნის ბიჭობა, თუმცა ასეთი ადამიანის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება. მიუხედავად ამისა მთავარია ქუჩაში განყოფილების უფროსის ხსენება და სხვების თვალში თქვენი აღმატებულიბის კოეფიციენტი საგრძნობლად აიწევს.
- გუშინ ერთი გალოვკა მიპოვეს, მაგრამ განყოფილების უფროსი დეიდაშვილის კლასელის უმცროსი ძმა აღმოჩნდა. დავებაზრე და მაშინვე გამოაშვებინა ჩემი თავი, დაჟე სახლამდე შკოდით მომაცილეს.