17.05.2021
წადი და მიჩივლე დამწვარ აფთიაქში
ამ ფრაზას ამბობენ მაშინ, როდესაც პიროვნების ცუდი საქციელის გაპროტესტებას აზრი არ აქვს ან თვითონ ეს პიროვნება მიიჩნევს ასე, იგი აღიარებს ქმედებას, მაგრამ არ გრძნობს თავს დამნაშავედ .
-ეს ნივთი შენ გააფუჭე?
-მე გავაფუჭე მერე? წადი და მიჩივლე დამწვარ აფთიაქში.