0

ხაშლიკი

მრგვალი, ფულის მონეტის ფორმის, ლითონის სათამაშო.
ხაშლიკებით ძირითადად თამაშობდნენ სან-ზონის თემქის და გლდანის ბავშვები, ვინაიდან მათი შოვნა შეიძლებოდა თბილისის ელმავალ მშენებელ (ელერძე) ქარხანაში. ხაშლიკი იყო ქარხანაში ლითონის დეტალების პრესით გახვრეტის შედეგად მიღებული ნარჩენი, რომელსაც ძირითადად ბავშვებს ქარხნის მუშები ჩუქნიდნენ.

ხაშლიკობანას ბავშვები გვიანობამდე თამაშობდნენ ეზოში