გოიმი
ესე არის ვინმე, სადაც არის, იმ საზოგადოებას რომ უნარებითა და ზნეობით ვერ შეეფერება. ხო და რომ გამოავლენს ამ შეუსაბამობის ნიშნებს ეძახიან გოიმს (ამასთან, არა აქვს მნიშმნელობა, არსებითი შეცდომა დაუშვა თუ არა). ერთგან გოიმი, მეორე ადგილას შეიძლება საპატიო პირი გახლდეს. გოიმს ხმარობენ იმ საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც თავისი თავი დიდი ბობოლა რამე ჰგონიათ. თავმდაბალი ხალხი ამ სიტყვას, მეტი წილი, არ ხმარობს.
ამ სიტყვის არსებითი შინაარსი არ არის ფიქსირებული, არამედ ცვალებადია. ისე, რომ შენ თვითონ უნდა მიხვდე, ამ წუთში ვინ რა იგულისხმა გოიმი ხარო რომ გითხრა.
ხშირად გოიმის კატეგორიაში ექცევიან ერთი ტიპის ხალხი, როგორიც არიან ნერდები, შკოლნიკები, გამოუსვლელები და ა. შ. ანუ ისინი, ვისი საქციელი არ არის ძერსკაი და ქული, არამედ არის კრინჯი.
გოიმი ქალაქური სიტყვაა ამიტომ სოფლელი სოფელში ჩასულ ქალაქელს, ძროხა რომ ვერ მოწველა, გოიმს ვერ დაუძახებს. სამაგიეროდ, თუ ძროხის მოწველა ისწავლა, და მისმა დაქალებმა გაიგეს, იმ ქალაქელს შეიძლება გოიმი დაუძახონ.
...იმ ტიპს შეხედე ბიჭო, სუფთა გოიმია, ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე შარვალ-კოსტუმით მოვიდა.
...მაგარი გოიმი ვინმე იყო, დაბადების დღეზე თავისი კიტრით და პომიდვრით მოვიდა
...იმ გოიმმა საახალწლოდ ღორის თავი მაჩუქა.
და ა.შ.