0

კრინჯი

კრინჯი თავისებური იუმორია, რომელიც მაყურებელს ერთდროულად კიდეც აწუხებს და კიდევაც აცინებს.

კრინჯი მსმენელს წარმოუქმნის მზარდ უხერხულობას და უსიამოვნობას, რომელიც ნელ-ნელა ივსება მწუხარებით აღსავსე სიცილით. ამიტომ, კრინჯის ყურება საკმაოდ რთულია.

კრინჯი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც პიროვნება სამარცხვინო ან უხერხულ რამეს იტყვის. ამასთან, კრინჯის სიმძაფრე პირდაპირაა დამოკიდებული კრინჯის მთქმელის მიერ იმის გააზრებაზე, თუ როგორი საქციელი ჩაიდინა. თუ ვერ იაზრებს – კრინჯი მძაფრია, თუ იაზრებს – შედარებით მსუბუქი. კრინჯი ორმაგდება, თუ საუბარში ჩართულია მეორე პირი და ვერც ის ხვდება ნათქვამის სამარცხვინოობას ან უხერხულობას. ხოლო თუ ხვდება, შესაბამისად, კრინჯი მსუბუქდება. კრინჯი თითქმის ქრება თუ ნათქვამის სამარცხვინოობას ან უხერხულობას ორივე მხარე იაზრებს.

რაც ერთი ადამიანისთვის კრინჯია, ის მეორისთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი იყოს. რა? რისიც ერთს რცხვენია, მეორესაც აუცილებლად შერცხვება? ან უხერხულად მოაქცევს? – რა თქმა უნდა არა. ხოლო ამ სიტყვებით ერთგვარად ცხადს აღვნიშნავ, რადგან თუ კრინჯი ყველასთვის სამარცხვინოა ან ყველასთვის არასამარცხვინო, ცხადია ის ვერ იარსებებს.

ძირითადად, კრინჯია ძველიებური საქციელი. ნებისმიერი ძველი ფილმი მეტი კრინჯია ვიდრე ყველაზე მაგარი სტენდაფი.

...შენნაირი ლამაზი გოგოს ნახვისას ყოველ ჯერზე ჩემთვის ხუთი ლარი რომ მოეცათ, მხოლოდ ხუთი ლარი მექნებოდა.

...შენ ალბათ კამერა ხარ, რადგანაც რამდენი შემოგხედავ, იმდენი ვიღიმები.