28.06.2022
აბშიაკი
აბშიაკი (рус. Общак) იგივე ''ქვაბი'' ან ''ქურდული სალარო''. წარმოადგენს ქურდული სამყაროს ფინანსების საცავს და გამოიყენება ციხეში მყოფი საძმოს მიერ, ზოგჯერ ხელფასსაც კი იღებენ და ციხის მაღაზიებში ყიდულობენ სასურველ პოზიციებს. ასევე შეუძლიათ ზონას იქით ქურდული საქმეების დაფინანსება (რაც უფრო ხშირად ხდება). აბშიაკს დროებით პატრონს უნიშნავენ ხოლმე ეგრეთწოდებულ ''სხოდკებზე'', სადაც უფრო ავტორიტეტული კრიმინალები სასურველ კანდიდატს ავალებენ მის შენახვას და გამოყენებას.
-ჰა ახლა, როდემდე გელოდოთ აჰმედ...ფულს როდის ჩადებ აბშიაკში?
-ბოდიშით რა ბიჭებო, გთხოვთ რა კაცურად, წუთი-წუთზე ჩამერიცხება და მოგცემთ რა.
-უკვე საკმარისად გაცადეთ, შეესიეთ ბიჭებო!
*აჰმედას ცემის ხმები*