13.04.2023
ეს კაცი შენი რა არი
რთული და ორ აზროვანი შეკითხვა გარკვეული დაძაბულობის დროს, რათა "ვზროსლმა" გამოარკვიოს დაპირისპირებული მხარეთა ურთიერთობა და შესაბამისად იმოქმედოს ან რომელიმე მხარის მიმხრობისას ჩააგდოს ჩორტი.
კითხვაზე პასუხის შემდგომ მოვლენების განვითარება ბევრ რაიმეზეა დამოკიდებული.
სავარაუდო გაგრძელებები:
ა) მშვიდობიანად დაშლა
ბ) ჩხუბი
მაგალითი #1 (სახარბიელო განვითარება):
ბიჭი 1: - ეს კაცი შენი რა არი?
ბიჭი 2: - ძმაკაცია
ბიჭი 1: - შენი? (კითხვა ბიჭ 3-ს)
ბიჭი 3: - ძმაკაცია
ბიჭი 1: - ხოდა ვსო
მაგალითი #2 (არა-სახარბიელო განვითარება):
ბიჭი 1: - ეს კაცი შენი რა არი?
ბიჭი 2: - ძმაკაცი
ბიჭი 1: - შენი? (კითხვა ბიჭ 3-ს)
ბიჭი 3: - მეგობარია
ბიჭი 2: - აბა გეტენები ბიჭო?!