ფლექსელი
ადამიანი რომელსაც შეუძლია ერთ კვირაში შეავსოს აკადემიური, სამედიცინო და სხვა ფორმები, პარალელურად კი დაწეროს სამი ესე 45 წუთში,გაიაროს გასაუბრება ინგლისურად და იმუშავოს ჯგუფებში. იმავდროულად შეავსოს აპლიკაცია ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშე. მათ ასვე შეუძლიათ ორი საათი ერთ სავარძელზე ჯდომა და მოსმენა. არიან საკმაოდ ამტანები, შეუძლიათ თავისუფლად გაუძლონ 4ლიტრი სისხლის აღებას. არ ეშინიათ და უყვართ ფეხით სიარული შუა ვაკეში. არიან საკმაოდ მორჩილები და მათი ყველაზე გამოყენებადი აპლიკაცია G-mail-ია. შეუძლიათ 24/7 ზე წერონ ჩატში და თქვან ისეთი ჯოუქები რომლის გამო ათ წლიანი ციხე ეკუთვნით. ხშირად ეკარგებათ პასპორტები. მეტწილად სულ სტრესში არიან. ფლექსის მეილის ხმას 2 კმ-ზე ცნობენ. ყოველთვის დაბნეულები არიან. ყოველთვის რაღაც მეილი აქვთ შესავსები. მათი ყველაზე ძლიერი მტერი ვიზებია.
თუ გსურთ ამერიკის ვიზის განაცხადის შევსება, დაგვიკავშირდით ნებისმიერ ფლექსელს. 100 ლარში დაგაკლებინებთ,ხოლო 500 ლარში შეგივსებთ( არ გვევაჭოთ)