0

Facebook-ის გაუქმება

ფეისბუქის გაუქმება ქართულ თინეიჯერებში გავრცელებული ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები ფენომენია.
ქართველი თინეიჯერების უმეტესობა ფეისბუქს თვეში ერთხელ მინიმუმ მაინც აუქმებს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენჯერ ეჩხუბნენ "ქრაშს", რამდენჯერ გამოიწვია მათში თამბლერზე ნანახმა სურათმა ცხოვრებისეულ სადარდებლებზე ფიქრის მოთხოვნილება, რამდენჯერ ეჩხუბნენ ვირტუალურად გაცნობილ დაქალს რაღაც უმნიშვნელოს გამო და ა.შ

ფეისბუქის გაუქმებისას ყველაზე ხშირად გამოყენებული სმაილი არის " :) " ან უბრალოდ მოკლე–მოკლე სიტყვებით აწყობილი წინადადებები და ყოველი მათგანის ბოლოს არაპუნქტუაციური მიზნით დასმული წერტილები. ყველაზე ხშირად შევხვდებით ფრაზებს:

ფბ–ს ვაუქმებ :)
კარგად :)
მადლობა :)
პკ :)
no matter what I say, they say it's all a lie :)