22.03.2018
დამიტოვე რაა
თხოვნა, რომ შენს მიერ აწ უკვე რაღაც დოზით მირთმეული პროდუქტი შენითვე ბოლომდე არ დაასრულო და ეს პატივი ბოლო ლუკმის ჩათვლით გადაულოცო მთხოვნელს. ძირითადად გამოიყენება მარტივად დასატოვებელ პროდუქტებზე: პაპიროსზე, პივაზე, კოკაკოლაზე, ქართულ ფასტ ფუდზე (ხაჭაპური, ლობიანი, ფენოვანის ნაფხვშვენები ა.შ.), ნაყინზეც კი. ზოგს მთლიანსაც კი ურჩევნია დატოვებული.
დამიტოვე რაა შეჩემა