02.04.2018
გემი ჩაგეძირა
რიტორიკული შეკითხვა. გამოიყენება ადამიანის მიმართ, რომელიც დროის მცირედ მონაკვეთში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თამბაქოს მოიხმარს. ეს ადამიანი გაიგივებულია ახლადჩაძირული გემის კაპიტანთან, რომელიც ნერვიულობის ნიადაგზე ზედმეტად ბევრ სიგარეტს ეწევა.
-მომაწევინე რა ერთი ღერი
-რამდენს ეწევი, შეჩემა, გემი ჩაგეძირა?!