0

სხვა?

სიტყვა გამოიყენება მაშინ როდესაც დიდიხნის უნახავ ნაცობს შეხვდები და სალაპარაკო თემა ამოწურულია. ასეთ დროს "სხვა?" საკუთარ თავში მოიცავს - ახალი რა ხდება?! შენები როგორ არიან? იმ გოგოსთან/ბიჭთან ხარ ისევ? და სხვ.
"სხვა?"-ს თქმა არ ნიშნავს რომ აუცილებლად გაინტერესებს სხვა, უბრალოდ ეს სიტყვა უხერხული სიჩუმის დარღვევის საუკეთესო საშუალება.
კითხვას - სხვა? როგორც წესი მოყვება პასუხი - რავი, შენსკენ?

გია და გელა ერთმანეთს მეტროში შეხვდნენ. კლასელებს ერთმანეთი დიდი ხანია არ ყავდათ ნანახი
- ვაა, გია - არ დამალა გელამ გის ნახვის სიხარული და მაშინვე მოკითხვაზე გადავიდა. მეგობრებმა 10 წუთში მოილიეს სალაპარაკო და უხერხული სიჩუმე ჩამოდგა, რომელიც ისევ გელამ დაარღვია
- სხვა?!