0

ვითომც გამიკუებია

მოქმედება როდესაც ერთი პიროვნება სრულად აიგნორებს მეორეს

-გიორგი დაანებე კომპიუტერს თავი და იმეცადინე!
-გიორგი!!
-გიორგი ვის ვეუბნები მეე?!!!
-აა... შეხედე! ვითომც გამიკუებია
-გაკუებაზე კიდო ექნებოდა რეაქცია მაგ შობელძაღლს (მამა)

0

ტურისტი კი არ ვარ

უნივერსალური სიტყვები რომლებიც გამოიყენება არაფრორმალური ვაჭრობის დროს პროდუქტის ღირებულების შესამცირებლად

-რა ღირს სიმინდი?
-5 ლარი!
-რაამბავია! ტურისტი კი არ ვარ ქალბატონო
-ჰო კაი სამნახევრად წაიღე

0

ციგნებთან ვიყიდე

ორსიტყვიანი წინადადება, რომელიც მთელ რიგ ლოგიკურ მსჯელობას მოიცავს. დაზუსტებით რომ ვთქვათ, აღნიშნული წინადადება გვეუბნება, რომ პიროვნებამ, 15 წამიანი ვაჭრობის შემდეგ 70 ლარად შეფასებული ნივთი, 5 ლარად შეიძინა.

-აუ ბიჭო საათი გამიფუჭდა... არადა 15 წუთის წინ ვიყიდე ციგნებთან!