ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

შენძრეული

სიტყვა შეთესლილისგან განსხვავებით შენძრეული უფრო ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენება და პიროვნების არაადეკვატურობაზე მიუთითებს.

"მაგას თავი გაანებე მაგარი შენძრეული ვინმეა"

0

წადით წიგნი წაიკითხეთ

უმაღლესი დარიგება,მზრუნველობითი პროტესტი,მეტაფორა რომელიც გულისხმობს "რამე უკეთესი გააკეთე"

-რას ნაშობთ ეს პატარა ბავშვები წადით წიგნი წაიკითხეთ ტოოოო ჩემი დედა!#&(*!%(* )))))))))))))))))))))))

0

ლაბავოი ერთიანის/ორიანის ტენვა

ეს ტერმინი,ძირითადად,გამოიყენება ტოტალიზატორის ბილეთებში,სადაც ვწერთ რომელი გუნდი იგებს,ერთიანი სახლში მყოფი გუნდის გამარჯვებაა,ხოლო ორიანი სტუმრად მყოფის. შესაბამისად ტენვა პოზიციის არჩევის აღმნიშვნელი ზმნაა.

დღეს ლივერპული მანჩესტერია ლაბავოი ორიანი ტენე ბრატ

0

ერთ მისვლაზე

ეს ნიშნავს ერთ ცდაზე,ან ერთ ცდაში,აქტუალურია სახინკლეებსა და ბორდელებზე საუბრისას

-გუშინ 25 ხინკალი გადავირტყი
-ერთ მისვლაზე?!

0

მემანქანეთა გაფიცვა

ეს სიტყვები გამოხატავს მოვლენას,რომელმაც თბილისის მოსახლეობას წარმოუდგენელი ფიზიკური და მენტალური პრობლემები შეუქმნა.მემანქანეთა გაფიცვას მოჰყვა 20 ადგილიან მიკროავტობუსებში 50 კაცის მასობრივი თავშეყრა,ხოლო ავტობუსებში არსებული პოპულაციები არ ჩამოუვარდებიან ახლადაშენებულ კორპუსებში მცხოვრებთა რაოდენობას

(მერიაში)
-მემანქანეები გაიფიცნენ
-ავტობუსები უფასო გავხადოთ

0

მიწისძვრა იგრძენით?

მიწისძვრის შემდეგ იპოსტება ფეისბუკზე საშუალოდ 10-20 წამის ინტერვალით ყოველ წუთში ყოველი მეორე მდედრობითი და ყოველი მესამე მამრობითი სქესის მიერ. პოსტის მიზანია ავტორმა გააგებინოს მთელს საქართველოს რომ მიწისძვრა იგრძნო და მისი გრძნობითი ორგანოები ბევრად უფრო განვითარებულია ვიდრე სხვისი.როგორც წესი ამ ტალღას მოყვება უკმაყოფილოთა ტალღა რომელიც მოითხოვს შეწყდეს პოსტები მიწისძვრაზე(მაგრამ თვითონაც მაგაზე დაპოსტვა გამოსდით)
მისი ანალოგიაა ასევე:შემაქანა,ეს რა იყო,შემაზანზარა,ტახტი გამოძრავდა,საწოლი გახოხდა და ა.შ.

-მიწისძვრა იგრძენიით?
-მე მეგონა მარტო მე შემაქანაა