Mirian.Tevzadze (4 ქულა)
ეს ფრაზა ძირითადად გამოიყენება სოციალურ ქსელში რეგისტრირებული დეგრადიული საზოგადოების მიერ ატვირთული ფოტოების დასათაურებაში. ფოტოებზე ძირითადად ხატები და რელიგიური შინაარსის სხვა წყაროებია გამოსახული, რომლებსაც როგორც მისი ამტვირთავი აღნიშნავს ყველა საკაცობრიო პრობლემის მოგვარება შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამ კონკრეტულ ფოტოზე თუნდაც ერთ "ამინ"-ს დაწერს და ამავდროულად დაალაიქებს მას.
დასათაურება: ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია, დაწერე "ამინ" და საუკუნო კეთილდღეობას ჰპოვებ.
ფრაზა, რომლითაც ავტომობილის იმ ჟამინდელი მესაკუთრე მის მყიდველს უმტკიცებს, რომ კონკრეტული ავტომობილი საათივით გამართულია და ვერცერთი მიწიერი ვერ უპოვის ნაკლს,ასევე ამ ფრაზით ხაზს უსვამენ მანქანის გარბენის სიმცირეს.
-ექიმი კაცის ნახმარია, სამსახური-სახლი,მეტი არსად არ უვლია.
-ვა,მალადეც შენ, აბა გიტაქსავია და ეგაა , გილოცავ ძმაო!
ამ ფრაზის ადრესატები არიან მართვის მოწმობის არმქონე, მაგრამ ძალზედ გამოცდილი მძღოლები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ "უპრავობა" საერთოდაც არ წარმოადგენს პრობლემას.
-მანქანით დავდივარ უნივერსიტეტში
-პრავა რო არ გაქვს შეჩემა?
-რად მინდა პრავა,ლიჟბი არ დაარღვიო და არ გაჩერებს პატრული.
ბოლო დროის გავრცელებული ვირუსული ხუმრობა, რომლის მეშვეობითაც არაერთი ადამიანის ტვინი მოტ*ნულა, მათ შორის ჩემიც.
- ვახ ვახ, საღოლ რა დედისმტ*ვნელი ფეიჯია ბიჭო, იმ თესლობა ხუმრობებზე სიცილით ვიჯვავ ხოლმე.
- ჰაჰაჰაჰ ბაზარი არააა.
უცხოეთიდან გამიზნულად ჩამოსული მიგრანტი,რომელიც შედარებით იაფად იკეთებს კბილებს მშობლიურ ქვეყანაში.
იქ ძვირია.
წლის ყველაზე გამაღიზიანებელი და მდაბიო შარჟი,რაც პირდაპირ და უშუალოდ თრგუნავს ადამიანის ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემას.
-არ წახვიდე,არ დამტოვო,შენი სუნთქვა ჩემთვის ყველაფერია,როგორ ხაართ?
-ფუ მოგიტყან.