ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

არ ჩამიდგია ბოლომდე

სიტყვა გამოიყენება მაშინ,როდესაც სწრაფი მანქანის მძღოლთან დამარცხდები და ცდილობ ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნო.

-ჰააა ბიჭო,გაგახედინა გრუჩიტელში??
-არ ჩამიდგია ბოლომდე თორე ხოიცი

0

ეხა

სიტყვის წარმომავლობა უცნობია...ძირითადად გამოიყენებენ კრომბახერი გოგოები,რომლებიც მიიჩნევენ,რომ ახლას მაგივრად ეხას თქმა უფრო მიმზიდველი და ჟრუანტელის მომგვრელია.

-ეხა ვიყავი პლეხანოვზე და ძაან წაღლილი ვარ.

0

უპონტობა

სახლში უაზროდ ყოფნის ერთ-ერთი გამოხატულება.

-რა ხდება ახალი შენსკენ?
-რავი ბიჭო რაა,მაგარი უპონტობაა.