ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

ტასაობა

მოძრაობის ერთგვარი ნაირსახეობა, რომლის დროსაც სუბიექტი(ები) ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილებასთან ერთად იღებს სიამოვნებას. სეირნობის ზე სასიამოვნო ვარიანტი. ტასაობის დროს აუცილებელი არ არის ზუსტი მარშუტის და ლოკაციების განსაზღვრა.

ბააჩ, წამო რა გავატასაოთ

0

არ გაგიჟდე !

გამოიყენება ცხარე კამათის დროს, ოპონენტისთვის წარმოდგენის შესაქმნელად, თითქოს მისი შეფასება სულელურია და რეალობას არ შეესაბამება, თუმცა ვხვდებით აღნიშნული სიტყვათა შეთანხმების სხვა ვარიაციებსაც, მაგალითად სუბიექტისთვის მოწოდება, თავი შეიკავოს დაუფიქრებელი მოქმედებისგან და კარგად აწონ-დაწონოს ესა თუ ის საკითხი.

- ბარსა რეალი რომლეზეა დღეს?
- თერთმეტზე, გადააღუნავს რეალი.
- არ გაგიჟდეეეე !