ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

დედიკოს ბიჭი

ასეთი ტიპის სუბიექტები წარმოადგენენ 11 დან 15 წლამდე მამრობითი სქესის ადამიანებს, რომლებსაც "ქურდული" არ ესმით და საქმის გარჩევის დროს/შემდეგ იმუქრებიან საქმეში უფროსების ჩარევით. (ასევე ახასიათებთ ენის მიტანა) როგორც წესი ეს ყველაფერი ამ სუბიექტზე"დედიკოს ბიჭის" იარლიყის დადებით მთავრდება.

-ამას ასე ვერ დატოვებთ, ყველა გაიგებს და დაისჯებით!
-რატომ, დედიკოს ბიჭი ხარ?

0

სამოცდაცხრა

ეს სიტყვა გამოიყენება ისეთი 13-15 წლის ბავშვების მიერ, რომლებიც ასე თუ ისე "განათლებულნი" არიან, სურთ თავიანთი ცოდნის გამომჟღავნება და ამით სხვა ბავშვებისგან სიცილის გამოწვევა

მეორეს მხრივ კი სიტყვა ბევრის სინონიმია იმ შემთხვევაში თუკი არ ვიცით ზუსტი რაოდენობა

მასწავლებელი: დაასახელეთ რაიმე 3ის ჯერადი რიცხვი
ბავშვი N1- სამოცდაცხრა
დანარჩენები- *ჩუმად იცინიან*



-რამდენი გვერდია?
-და რა ვიცი მე, სამოცდაცხრა!