ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
2

გულაობა

გამოიყენება გართობის აღსაწერად. არსებობს როგორც კარგი, ასევე ცუდი გულაობა. ამ სიტყვას ძირითადად ამბობენ მაშინ, როცა ყვებიან კლუბში გატარებულ საღამოზე. ასევე შეიძლება მისი თქმა დაბადების დღესთან, ბართან ან რესტორანთან დაკავშირებით, თუმცა უკანასკნელი ნაკლებ სავარაუდოა.

გუშინ ისეთ გულაობაში გავიჩითე ვაბშე შემთხვევით, თან ხუთშაბათს, რო აი რავი.
დღეს სად არი კაი გულაობა ხო არ იცი?

1

გახსნა

ეს სიტყვა გამოიყენება მაშინ, როდესაც ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეთ გრძნობთ რომ მოქმედებას იწყებს.

ჰა დავამატოთ? არა ხო არ ღადაობ, აი ეხა გამიხსნა და თან ძაან მაგრა, ერთ 40 წუთში რა.

0

ავიჭერი

როცა რაღაცამ ძალიან დაგაბნიათ, ასევე გამოიყენება დაბნევასთან ერთად უცაბედი გაბრაზების გამოსახატადაც

აუ რომელი დავითრიო, მაგრა ავიჭერი.
აი თათუკაზე ეგ რო თქვა ისე ავიჭერი რო ეგრევე ვხიე.

0

ჩაიჯვი

ეს სიტყვა გამოიყენება მაშინ, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებთ და თქვენი მეგობარი ამ დროს გაწუხებთ, მაგალითად გელაპარაკებათ. აღნიშნული სიტყვა ძირითადად ადამიანის გაჩუმებას ისახავს მიზნად.

-რა თესლი თრექია არა? გუშინ დავაშაზამე მტკვარზე, აუ ის მოგიყევი დიჯეის რო ....
-აუ ჩაიჯვი და მომასმენინე რა