ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

არა, არა, სხვა დროს

უნიკალური ფრაზა, რომელიც გამოიყენება ობიექტის კორექტულად მოსაშორებლად, მომავლის იმედით, რომელსაც ასრულება არ უწერია.

ძველ ნაცნობთან მოულოდნელი შეხვედრა:
-სულ დაიკარგე, გამოდი დღეს ჩემთან, მეგობრები ვიკრიბებით.
-არა, არა, სხვა დროს.

0

ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ

ფრაზა, რომლის მეშვეობითაც ცდილობ რაიმე გამართლება მოუძებნო საკუთარ თავს, ძირითადად ზუსტად ის არის, მაგრამ მაინც დასაკარგი რაღა დაგრჩენია.

-იმასთან ერთად რა გინდოდა?!
-ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ.