0

მოხვედი?

მშობლის მიერ დასმული კითხვა რომელიც არ დაისმებოდა, რომ არ მისულიყავი.

ჩხააკ
- დე მაგრად ცივა გარეთ
- მოხვედი?
- ??

0

რას ეწევი ჩვენც მოგვაწევინე

წინადადება რომელსაც იმის საილუსტრაციოდ იყენებენ, რომ ვიღაცამ მაგარი სისულელე თქვა და ამაში მთავარი დამნაშავე პლანია.

''ფოთის მერის განცხადებით, მალთაყვას ბათუმზე უკეთესი განვითარების პერსპექტივა აქვს.''
რენდომ ფბ იუზერის კომენტარი: ''რას ეწევა ასეთს, ჩვენც მოგვაწევინოს''

0

პატრონი არ მყავდა

მენისკთან ერთად ყველაზე გავრცელებული დამნაშავე თუ რატომ ვერ ითამაშა N პიროვნებამ ფეხბურთი.

- 15 წლამდე ნორჩ დინამოში ვიყავი და მერე პატრონი არ მყავდა რა და ვეღარ გავაგრძელე