ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

განათლების სამინისტრო

მისტიური ადგილი საქართველოში რომელსაც იშვიათად მიმართავდნენ ახლო წარსულში, თუმცა მეტად მოთხოვნადი გახდა მას შემდეგ რაც 11-12 კლასის გამოცდები მოიხსნა და მეტად ეფექტური გზაა მასწავლებლის დასაჩუქრების შემდეგ რათა მაღალი ნიშნები მიიღოს მოსწავლემ და ატესტატი გამოიტანოს სკოლიდან.

-დეე. ნათელა მასწავლებელმა 2იანი დამიწერა არადა არვიმსახურებდი.
-არაუშავს დედი მაგას რო ვუჩივლებ განათლების სამინისტროში მერე ნახოს.

ან

-თქვენი შვილი არაფერს არ სწავლობს.
-ყველაფერი კარგად ვიცი და ამ ამბავს განათლების სამინისტრომდე რომ მივიტან მერე ნახეთ ჩემი შვილი არ სწავლობს თუ თქვენ არ ასწავლით არაფერს.

0

შუას გადავცდი

გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კლასელი მასწავლებელს ატყუებს რომ რვეული დარჩა და ფურცელს გთხოვს რათა ჩაიწეროს.

მასწავლებელი: დავალება სადარის?!
კლასელი: აუ მას დამრჩა.
მასწავლებელი: ჩაიწერე ყველაფერი რაც დაფაზე დაიწერება!
კლასელი: აუ გთხოვ ერთი ფურცელი ამომიხიე რა..
შენ: ვერა ბრატ შუას გადავცდი.

0

მზესუმზირა

მზესუმზირა ეწოდება ადამიანს რომელიც არასანდო და ჰყავს თავისი მზე, რომელსაც მუდამ ყველაფერს უყვება. მზესუმზირა ეწოდება ტიპს, რომელიც ორმაგ აგენტს თამაშობს და ცდილობს ყველაფერი იცოდეს, თუმცა არაფერს უმალავს თავის მზეს. მზესუმზირის ნდობას შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი (არ არის რეკომენდირებული). თუმცა შეიძლება მზესუმზირის ჩვენთვის სასარგებლოდ გამოყენებაც თუ ჩვენ ისეთ ინფორმაციას მივაწვდით რასაც პირდაპირ ვერ ვეუბნებით ადრესატს და ვითომ არც გვინდა რომ მან ეს გაიგოს.

-იმის დაქალი ძაან კარგი გოგოა მეხმარება რაღაცეებში.
-კაი რა შეჩემა ვერ ხვდები რომ მზესუმზირაა? რასაც მაგას ეუბნები ყველაფერი იცის იმ მზემ.

0

მუძანგალა

ფეისბუქ ლაივში გამოყენებული სიტყვა, რომლის დატვირთვაც ყველასთვის უცნობია, თუმცა მარტივად მისახვედრია რომ უარყოფითი შინაარსის მატარებელია.

რა და-მი-რე-კნეე შენი მუძანგალა დედაშევეცი. რა დამირეკნეე.. შიგ ხო არაგაქ.

0

ქაჩალმა ჯერ სრ მოიფხანა და მერე მოიგლიჯაო

მეტად უცნაური ანდაზა ქართულ ენაში. მისი მთავარი სათქმელი ამოუცნობია, თუმცა შეგვიძლია მისი ჩვენებური ვერსიის ჩამოყალიბებაც სადაც სიტყვა ქაჩალი ბაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.

ანდაზის ჩვენეული ვერსიიდან გამომდინარე ქაჩალი მამრობითი სქესის წარმომადგენელია.