1

ხრენასოსი

ჩლენასოსის გამძაფრებული ვარიანტი, რომელიც გახლავთ სიტყვა დაყლევებულის (იხილეთ განმარტება) სინონიმი.

რა კაი გოგოა და რა ხრენასოსი შეყვარებული ყავს ...

0

თესლაობა

იმის კეთება რაც არ გძალუძს

თუ არ შეგიძლია რას მეთესლავები?

0

გატყვნა

განმარტება #1 - ადამიანის გამოჭერა ტყუილში.
განმარტება #2 - ადამიანის აღმოჩენა ამა თუ იმ ადგილას.

მაგალითი #1 - ნიკამ მითხრა ფული არ მაქვსო და ცოტა ხანში გავატყანი ხაჭაპურს რომ ყიდულობდა.
მაგალითი #2 - გუშინ დედაშენი გავატყანი მარშუტკაში.

0

ატყნაურება

არევა, ქაოსი, უწესრიგობა

კაი სიტუაცია იყო, მაგრამ მერე პონტი ატყნაურდა და წამოვედით

0

ჩოჩქოლი

უბნის "ბესეტკაში", ლუდით მთვრალ მამაკაცებს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიზრდება ნამდვილ ჩხუბში და ბოლომდე გრძელდება შეხლა-შემოხლის რეჟიმში. აქტი სრულდება ხანში შესული მეზობელი ქალის ფანჯრიდან ყვირილით: დაგვაძინეთ კაცო ხალხი არ ხართ? ხოლო ინციდენტის საბოლოო ამოწურვა ხდება კონფლიქტის შემდეგ დილას ნაბახუსევზე "გამოსვლით". რაც თავისთავად ხშირად ხდება ახალი კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი.

-ლამარა, გადაიხედე ეზოში რა ჩოჩქოლია?