0

ნინიას ბაღი

ეს სიტყვათა წყობა გამოიყენება რაიმე ორგანიზაციის, დაწესებულების, პრიმიტიული ხასიათის აღსაწერად. ძირითადად, მასში მომუშავე ადამიანების და ზოგადად, მისი ფუნქციური ღირებულებების დასაკნინებლად.

ეს საავადმყოფო, ხომ ნინიას ბაღია! კაციშვილმა არაფერი იცის, არავინ არაფერს აკეთებს!

0

არმინდასი გეშინოდეს

ძირძველი ქართული გამონათქვამი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ, ხშირად, ინდივიდის ნათქვამი და ქმედება ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის.

-გინდა ხაჭაპური?
-არა, არ მინდა!
ორი წამით გვერძე გაიხედავ და სამუდამოდ დაემშვიდობები ზემოთხსენებულ ხაჭაპურს.
ამ დიალოგის ლოგიკური გაგრძელება იქნება:
- უიმე, არმინდასი გეშინოდესო...

0

წოპიანი აზრები აწუხებს

ქართლში საკმაოდ გავრცელებული სიტყვათა შეთანხმება, რომელიც გამოხატავს რაიმე ადამიანის ზედმეტად კრეატიულობის ან ხანდახან ექცენტრიულობის აღსაწერად. ძირითადად ინდივიდის "აბსურდულობაზე" მიანიშნებს.

-რაო, რა თქვა? ევროკავშირში შევდივართო?
- ნუ მიაქცევ ყურადღებას, მაგას წოპიანი აზრები აწუხებს! :/