0

პა სტარიკომ

ძირითადად გამოიყენება ხანდაზმული ადამიანების მიერ რომლებიც ცდილობენ რომ სუბიექტი ეგზისტენციალურ საუბარში ჩაითრიონ და ესაუბრონ მათი გმირობების შესახებ

-როგორა ხარ?!
-პა სტარიკომ!

0

ჩხვათიას დუქანი

გამოიყენება სუბიექტის მიმართ და ასახავს მის ცუდ დამოკიდებულებას რაიმე საგნის ან ადამიანის მიმართ.
ან/და ამა თუ იმ ადამიანის ცუდ ქცევის შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული სიტყვა

-ოეეეე, რა ამაბვში ხარ, სახლია თუ ჩხვათიას დუქანი

0

ცავატანე

ძირითადად ძია კაცების მიერ გამოყენებული სიტყვა რომელიც თან სიყვარულის თან დაცინვის გამომხატველია.ძირითადად ამ სიტყვით ხაზს უსვამენ სომხების არსებობას ჩვენს ქვეყანაში.
შეიძლება გამოყენებული იყოს სომხის მიერ(მათ უფრთხილდით)

-როგორახარ ცავატანე'მ?

0

შხვართალა

ძირითადად გავრცელებულია სამეგრელოში და გამოიყენება ექსტრავაგანტულად ტანწერწეტა და მაღალი ადამიანების მიმართ. ასევე გამოიყენება(ძირითადად ქალი) ფეხების მიმართ

-რა შხვართალა ქალია
-რა შხვართალა ფეხები აქვს

0

ლომკა

რაიმე რასაც დიდი ხანი აკეთებდი და შემდეგ უცებ მიატოვე და ისევ გინდება.
ძირითადად გამოიყენება ქუჩის პონტში მოსული ბიჭების მიერ რომლებიც მოწევას ატოვებენ.

-აუ ლომკა მაქვს
-მომაწევინე რა ლომკა მაქვს