0

დატყანი

დატყანი არის სახელი მესხეთის მხარეში. თუმცა ამ ბოლო დროს აღარ არქმევენ გასაგები მიზეზების გამო

-დედიკო, გამოდი, სტუმრები მოვიდნენ, დატყანი შვილო.
-ვინ სტუმრები დედი?
-ნინო და ნათია არიან.
-ააა. კაი ვიცვამ უკვე.

0

ხანიგა

ადამიანი რომელიც უსახლკარო არაა, მაგრამ მუდამჟამ მოუწესრიგებელია. აცვია ჭუჭყიანი ტანსაცმელი ანდა წვერი და თმა ჭუჭყიანი და მოუვლელი აქვს. ასევე, ხანიგა მეტისმეტად პროვინციალ, გაუნათლებელ ადამიანებზეც ითქმის, რომლებიც ნაგავს ყრიან ძირს, დაბალი სოციალური თვითშეგნება აქვთ და სოფლურად ლაპარაკობენ

-ჯარში რა ხდება, როგორ მოგწონს იქაურობა?
-აუ რავი, ხანიგებს მიაქვს იქაურობა. ტიპებმა წერა-კითხვა არ იციან და 24/7 დედისმუტელი აკერიათ პირზე. თან დაუბანელები მოდიან ბიჭო, ყარან იმენა.
-ხოო.. ტეხავს.. რამ წაგიყვანა მაგ საყლევეთში.
ისე საიდან მოდიან ეს ხანიგები ბიჭო, ნაგავს მიაქვს ქალაქი ამათი გადამკიდე.

0

კისა

კისა ნიშნავს კნუტს. თუმცა, ზრდასრულ კატასაც ეძახიან.
ასევე, კისა ნიშნავს ლამაზ და საყვარელ გოგონას (ან გოგოს რომელსაც შენ მიიჩნევ ასეთად)

ლიკა: დღეს ძაან გადავიღალე სამსახურში.
გიორგი: ვუაიმე ჩემი დაღლილი კისა. მოდი უნდა მოგეფერო.