0

ჩობანი

გამოიყენება აჭარის რეგიონში.
მრავალფუნქციური სიტყვაა.
ძირითადად გამოიყენება ისეთი ადამიანის აღსაწერად, რომელსაც არაფერი გააჩნია, ან არაფრის აზრზე არაა.

"ჩობანია, ოქროის ფული არ აქ ქალი მეიყვანოს"

"მაი რაფეე ა იცი ჭო ჩობანი ხომ აა ხაა?"

0

თავხელი

პიროვნება კლასში, ჯგუფში, კოლექტივში, რომელიც ყოველთვის ცდილობს იყოს ორგანიზატორი სხვადასხვა სახალისო აქტივობებისა და შეკრების, მაგრამ ჰა?

"მეე რა დავპოსტო შჩ, შენა ხარ თავხელი და მიდი და ითავე"

0

შევიკრიბოთ მერე

დიდი ხნის უნახავი კლასელის, ჯგუფელისთვის ნათქვამი ფრაზა, მხოლოდ და მხოლოდ უხერხული სიჩუმის დასარღვევად.

"აუ შევიკრიბოთ რა მერე კლასელები, მაგრა მომენატრეთ"