1

გატრაკება

1. დროის სასიამოვნოდ გატარება, ძირითადად მეგობრების წრეში, ალკოჰოლის თანხლებით; გართობა; 2. გამძაფრება; გაზვიადება; 3. გაკვირვება; გაოგნება; მეგობრის დაუჯერებელ მონათხრობში ეჭვის შეტანა; 4. რაიმე ქმედებაზე უარყოფითად რეაგირება; გაბრაზება; რაიმეს (მაგ: მავნე ჩვევის) დაშლა; 5. უკან არ დახევა; საკუთარი აზრის გატანა; ბოლომდე მიწოლა; 6. ვინმეს შეწუხება/ვინმესთვის თავის მობეზრება.

1. “აუ გუშინ რა მაგრა გავატრაკეთ”; 2. “აუ კაი რა, მაგრა ატრაკებ! ვაფშე არ ხარ მსუქანი და რათ გინდა ეს დიეტები!”; 3. “-გაიგე რო ნიკუშას ახალი შეყვარებული ყოლია?-ატრაკებ ეხა, მაგ მახინჯს ვაფშე როგორ უნდა შეხედო”; 4. “სახში უკვე გავაიასნე რო ვეწევი და მაგიტო აღარ მიტრაკებენ რა”; 5. “ლექტორს ძაან მაგრა გავუტრაკეთ, ხოდა ამანაც ვეღარ დაზადნა და გადაგვიტანა დედლაინი”; 6. “აუ ამან ხო გამიტრაკა რა! ყოველ დღე მწერს რაღაც სისულელეებს და უკვე ძაან შევწუხდი”.

0

ფეხებს ვერ მომჭამს(ენ)

ამ ფრაზით თავდაჯერებული ადამიანი საკუთარ უპირატესობას უსვამს ხაზს და თანამოსაუბრეს უმტკიცებს/მიუთითებს, რომ მას (ანუ თავდაჯერებულ ადამიანს), ვერც ვერაფერს გაუბედავენ და ვერც-დაუშავებენ (იმიტომ, რომ მას თავად შეუძლია ყველას დედა უტიროს).

“დონატელლა ფეხებს ვერ მოგვჭამს! ცოტა ზედმეტ რამეს თუ იტყვის ეგრევე ფაქტს ჩავუდებთ და დავიჭერთ!”

0

სოფლის კატა

გოიმი; ახალგაზრდა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომლის გარეგნობა, ჩაცმულობა, გემოვნება, წარმომავლობა და მეტყველება არ შეესაბამებიან თბილისის სუროგატული ელიტის მიერ დაწესებულ ქცევის სტანდარტებს/ნორმებს. შინაარსის გასამძაფრებლად, ამ ფრაზას, ხშირად, წინ სიტყვა “ჩვეულებრივს” ურთავენ ხოლმე (მაგ: ჩვეულებრივი სოფლის კატა).

“-შეხედე დოლორესს რა აცვია, ჩვეულებრივი სოფლის კატა არაა?-აუ ხოო, გოგო ლილო მოლს იმენა ვერ გაცდა!”.

0

ტორტი

მოსაწევის აღმნიშვნელი ერთგვარი კოდური სიტყვა, რომელსაც, მიუხედავად უკვე გაბაზრებულობისა, მაინც აქტიურად ხმარობენ ქართველი ჯეელები.

“გელამ კაი ბიჭობას ტორტი არჩია”.

0

არა(აააა)?!

ამ რიტორიკულ შეკითხვას, ძირითადად, დაუჯერებელი ისტორიის მოსმენის შემდეგ სვამენ ხოლმე, უკიდეგანო აღტაცების, იმედგაცრუებისა, თუ გაკვირვების გამოსახატად. სიტყვა სწორი ინტონაციით, კერძოდ, ბოლო მარცვალზე მახვილის დასმით უნდა წარმოითქვას, მნიშვნელობა რომ არ შეეცვალოს.

“-ესტრელლა თხოვდება!-არაააა?! რა მაგარია! ”