0

ისე რა კაი ამინდია.

მოცემული წინადადება იხმარება, იმ უხერხულ სიტუაციაში, როდესაც არც თუ ისე ახლო ადამიანებს უწევთ საუბარი, მაგრამ ვერ პოულობენ სასაუბრო თემას და ცდილობენ განმუხტონ სიტუაცია.

*სიჩუმე*
-ისე ნახე რა კაი ამინდია.
-ჰოო კაი ამინდიაა.
*ისევ სიჩუმე*

0

წავედი, გნახავ მერე.

სიტყვათა ეს კრებული გამოიყენება მაშინ, როდესაც ძველი მეგობარი უეცრად ქუჩაში შეგხვდება და უბრალოდ გინდა, რომ თავი დაუძვრინო ამ ჩუმი და უხერხული სიტუაციიდან.
(მაგრად ორივემ იცი რომ ეს არმოხდება)

-ვაა, როგორხაარ?
-კარგად შენ?
-მეც კარგად.
-ჰოო
-კაი წავედი და გნახავ მერე