გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, დაჯმა გულისხმობს მეტოქის დამცირებას, მასზე ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას. ძირითადად გამოიყენება ბაზარში აშკარა გამარჯვებულის დასახელებისთვის, თუმცა ასევე ნიშნავს სხვადასხვა სპორტულ/კულტურულ ღონისძიებაში დიდი უპირატესობით გამარჯვებას.
-რაღას ვთამაშობთ ამ ფეხბურთს, ვისაც არ ეზარება ყველა გვაჯვამს.
გამოიყენება ფეხბურთის თამაშისას. ერთგვარი მოწოდებაა მეტოქეზე პერსონალური მჭიდრო თამაშისკენ.
-დავაი, შენია წაართვი მიაჯექი, ბიჭო!
პირი, რომელიც ალკოჰოლურ სასმელს სისტემატურად ბაზრის ტერიტორიაზე, დახლთან იღებს.
გავრცელების არეალი: ნებისმიერი ბაზარი.
-აუ მაგარ პახმელიაზე ვარ
-სად დათვერი
-ბაზარში ვსვით, ვანოსთან
-შენც კაი ლოთბაზარა გახდი
სანაძლეოს ფორმა. გამოიხატება დამარცხებულის ზურგით დადგომაში, რა დროსაც შეჯიბრში გამარჯვებულ(ებ)ი ცდილობენ მაქსიმალურად ზუსტად და მტკივნეულად მოარტყან წაგებულს ბურთი საჯდომზე.
-სტოპიატი ვის უნდა?
-რაზე გინდა?
-ატრაკვაზე!