0

ჩემს ძუძუს შევეცი

ჩემს ძუძუს შევეცი- წინადადება, რომელიც ადასტურებს მის წინ მდგომი წინადადების მართებულობას, ამ წინადადების წარმოთქმისას აუცილებელია მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი გამეტებით ირტყა მარცხენა ძუძუს თავში. ამ წინადადებას ხშირად იყენებს ნასვამი კალმახი.

დიტო: შევსვათ აბა ბიჭებო ძმობის სადღეგრძელო.
ჭუჭუნა: ჩემს ძუძუს შევეცი, მაგრად მიყვარხართ.

0

გარაჟი

გარაჟი- ადგილი სადაც უსაქმურები ხშირად იკრიბებიან სამუშაო დღეებში დასალევად და კარტის სათამაშოდ, რომელთაც დასვენების დღეებში უერთდებიან ფრიად დაკავებული პირები განტვირთვის მიზნით. გარაჟს ხშირად ტკს გარაჟს უწოდებენ, ხოლო შიგნით მყოფ ხალხს ტკს გარაჟის საზოგადოებას. ტკს გარაჟი განსაკუთრებით საყვარელი ადგილია კალმახებისთვის.

გიორგი: რას შვები ჭუჭუნა საით ხარ?
ჭუჭუნა: რავიცი ტკსთან ავდივარ გარაჟში, ხო არ ამოხვალ?