0

ის იქ რომ დევს,ის მომიტანე

მისტიური ფრაზა,რომელიც გამოიყნება მშობლების მიერ, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ზუსტად და გასაგებად ხსნიან რა უნდათ

-შვილო!ის იქ რომ დევს ის მომიტანე
-სად?
-აი იქ,იმაში..

0

წადი და სხვას მიწერე

ფრაზა რომელიც გამოიყენება შეყვარებულების კამათის დროს, წესისამებრ მას პასუხად უნდა მოჰყვეს "ეგ რომ მინდოდეს შენ არ მოგწერდი"

ხოდა წადი, სხვას მიწერე
წამშალე ვაბშე , რაც გინდა ის გიქნია

0

რაც გინდა ის ქენი

უნივერსალური გამაფრთხილებელი ნიშანი, იმისა რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ქნა ის რაც გინდა

-დეე გარეთ გავალ...
-რაც გინდა ის ქენი...

0

იმასვქენი

როცა , რაღაც გააკეთე მაგრამ თვითონაც ვერ ხსნი

აუ დღეს იმასვქენი,რაქია კაცო მაგააას...