Samiro (0 ქულა)
(რუსულიდან - погоняло) მეტსახელი, 'კლიჩკა'.
ძირითადად უბანში მოისმენთ, ვინმე თუ გატრაკებას და მერე საქმის გარჩევას დაიწყებს, ერთ-ერთი მოსალოდნელი მოთხოვნა იქნება, დაასახლოთ თქვენი 'პაგანიალა'. "ძაან ქურდულად ჟღერს" და მაგიტომ უსწორდებათ ამის ხმარება, თორე სულ არ ახატიათ, რას უპასუხებთ? ლიჟბი ბოზურად "ჩაგჭრათ"
(..უაზრო კაჩაობა, გვერდზე გასვლა და ა.შ) -->
- შენი კლიჩკა?
- კლიჩკა ძაღლსააქ, მე პაგანიალა მაქ (და ამბობს რაღაც აბსურდულად სასაცილო მეტსახელს)
იგივეა, რაც უბანში გასვლა, ოღონდ ამას უფრო მეტად უფროსი თაობისგან თუ მოისმენთ, ეგეც - იშვიათად (ან ვაბშე არასდროს, იმიტომ, რომ ძაან იშვიათად იხმარება)
- წამო ბიჭო, უბანზე გავიდეთ, ვნახოთ, რა ხდება...
დამცირების აღმატებული ფორმა, რომლის დროსაც ადამიანს მეტაფორულად სპერმას მიასხამენ და ამით მას მთელს ვაჟკაცობას ჩამოართმევენ. მისხმა შეიძლება, გავაიგივოთ 'მიჯმასთან', ოღონდ მიჯმა ნაკლებად შეურაცხმყოფელია.
- მერე, როგორ დამთავრდა ბიჭო?
- არაფერი რა, მივასხით მაგ (ტუ-ტუ-ტუ-ს) და წამოვედით
შემოკლებული ფორმა სიტყვებისა "ბოზის შვილი ვიყო" - რაც ქართულ არისტოკრატულ წრეებში თავდებად დადგომის ფორმულირებას წარმოადგენს. ამაზე ძლიერი ფიცი აღარ არსებობს; ესაა უაღმატებულესი და რაინდული ეთიკეტის უმაღლესი ფორმა.
შემოკლებული ვერსია კი ('ბოზიშ' და კიდევ უკეთესი - 'ბზიიშ') გამოიყენება გაკვირვების/აღტაცების გამოსახატავად.
(რაღაც მოულოდნელი მოხდა)
- ვახ, ბოზიიშ (სხვების გასაგონად)
გამოიყენება, როგორც წესი, უფროსი თაობის ადამიანების მიერ, როცა მიმართავენ უმცროსს და უნდათ მისი გამხნევება, სამოქმედოდ სტიმულის მიცემა. ხშირად იხმარება "სწავლას მიაწექი" ფორმით.
ხშირად ხდება (რას იზამ, ეგრეა ცხოვრება), რომ მას წინ მოსდევს ამ ადამიანის ცხოვრების ტრაგიკული შეჯამება - როგორ არ გამოუვიდა ესა თუ ის საქმე, როგორ ვერ მიაღწია წარმატებას, ახლა კი ძლიერ ნანობს. თქვენ კი გისურვებთ, რომ (თქვენ მაინც) მიაღწიოთ დასახულ მიზანს.
ამ სიტყვაში ('მიაწექი') დებენ მთელს გრძნობას, უნდათ, რომ მებრძოლი სული გაგივითარონ და ა.შ
უმეტესობა ამ კეთილ რჩევას პასუხობს "- კი, კი, აბა რა" - თი და ცოტა ხანში ისევე იკიდებს, როგორც სხვა ყველაფერს თავის ცხოვრებაში -_-
ეს ფრაზა ასევე ხშირად გამოიყენება თანატოლებს შორის, იმავე მიზნით.
- გამარჯობა, გელა ძია!
- გაგიმარჯოს ლუკა! რავა ხარ, ხო ხარ მაგრად?!
(FEW MOMENTS LATER)
- ხო სწავლობ კარგად?
- (უხერხული ღიმილი/სიჩუმე ან უტიფარი ტყუილი, რომ "კი")
- ხო, ხო, ძია, მიდი, მიაწექი, აბა რა! (მოსალოდნელია დარიგებაც: "თუ არ ისწავლი...")