0

არარი ეგენი გამძლეები

ამ წინადადებას სავარაუდოდ გაიგონებთ ადამიანებისგან რომლებმაც ახალგაზრდობა უბანში მანქანებზე საუბარში გაატარეს (მხოლოდ საუბარში რადგან ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ) და განათლების მიღება ვერ მოასწრეს, შესაბამისად არ აქვთ არანაირი პროფესია და რთული ეკონომიკური მდგომარეობისდა გამო გადაწვიტეს მანქანების თვითნასწავლი ხელოსნები გამხდარიყვნენ. ზემოთ ხსენებულ ფრაზას გაიგონებთ ადგილებში როგორებიც არის: ელიავას ბაზრობა, ფეიქართა ქუჩა და უბრალოდ უბანში მდგომი ადამიანი რომელმაც მანქანები შენზე მაგრად იცის!
მაგ. იხ. დიალოგები

- ეს მანქანა უნდა ვიყიდო როგორია?
- არაა ძმა ეგენი გამძლეები გაგაწამებს .

- ნახე რა კარგი მანქანაა
- კი ვიზუალზე ლამაზია მარა არაა ეგენი გამძლეები ჩემმა ხადავშიკმა მითხრა.