ახალი, ხელშეუხები, საუკეთესო და ლამაზი, იმავდროულად, ბევრისთვის მიუწვდომელი თეთრი ფერის მანქანა საბჭოთა დროისა, რომლის მოუფრთხილებლად ხმარებაც სიტყვათშეთანხმების წარმომთქმელის გულისტკივილს იწვევს.
- პატარძალივით ვოლგა ვაჩუქე ჩემ სიძეს და ნახე, რას დაამგვანა.
ოდეს ვინმე თრიაქით დაითრობოდეს და ხალისის მაგიერ სევდიან ფიქრთ გაჰყვებოდეს.
-წაგიღო, სიმონ?
-რაღაცა გრუსნიაკში ვარ...
გამოთქმას მოიხმარ(დნ)ენ უმეტესად მეოცე საუკუნის 50-იანი, 60-იანი წლების ქართველი ჭაბუკები და მისით აღნიშნავდნენ უცნობ მანდილოსანთან სქესობრივი კავშირის დამყარების უცაბედად გამოჩენილ, უიღბლო, თუ იღბლიან საშუალებას.
-სად ნახე?
-ვარიანტის ბოზი იყო...