0

პახოდკა

,,პახოდკა'' ნიშნავს სიარულის სტილს. ყველა ადამიანს სხვადასხვა ,,პახოდკა'' აქვს.

საღოლ გიუშ ბებერ,მაგარი პახოდკა გაქვს.

0

ასობნიაკი

ასობნიაკი ნიშნავს ციხეში ნაჯდომ,გამოცდილ ადამიანს.

გია მაგრად ბაზრობს,ეტყობა რო მაგარი ასობნიაკია.

0

აკრეფილი აქვს

გამოიყენება იმ ადამიანების მისამართით,რომლებიც ძალიან გაბრაზებულები არიან რაღაცაზე ან ვიღაცაზე.

გიუშ ბრატ,შენზე ნიკას მაგარი აკრეფილი აქვს,ფრთხილად იყავი მაინც.

გუშინ მამაჩემის მანქანა დავლეწე და მაგარი აკრეფილი აქვს ჩემზე.

0

პადხოდი

,,პადხოდი'' რუსული სიტყვაა და ქართულად მიდგომას ნიშნავს. ,,პადხოდი'' არსებობს სხვადასხვა და თითეულ ადამიანთან განსხვავებული ,,პადხოდი'' უნდა გამოვიყენოთ.

გიუშ შეჩემა,ანისთან ჩხუბი არ ჭრის და იქნებ სხვა პადხოდით მიუდგე?

ბავშვია ტო,რას ეჩხუბები,მაგას სხვა პადხოდი უნდა

0

პრობლემა

,,პრობლემა'' არის იგივე ,,პრეტენზია''

რა იყო,რამე პრობლემა გაქ ჩემთან?

ვინმეს რამე პრობლემა თუ აქვს შემეხმიანოს.

0

ბესპრიდელი

ბესპრიდელი ნიშნავს არეულობას,ქაოსს,მოუწესრიგებლობას.

გუშინ მაგარი ბესპრიდელი იყო,ვინ ვის ურტყამდა ვერ გაიგებდი.

1

კრისა

კრისას იტყვიან ისეთ ადამიანზე,რომლის ნდობაც არ შეიძლება. იგივე მოღალატე ადამიანი.

გიუშ,კრისობას შეეშვი!