ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

გაშანსვა

როდესაც ადამიანი ცდილობს საპირისპირო სქესის ინდივიდი განაწყოს მისდამი სიმპათიით.

-ის გოგო უცნაურად გიპაჭუნებს თვალებს.
-ჰო ეგ მაგრად მეშანსება

0

იქ უნდა ყოფილიყავი

ფრაზა, რომელსაც იყენებენ, როცა მოსაუბრეს არ ყოფნის იმდენი წარმოსახვის უნარი რომ მოთხრობილი კომიკური სიტუაცია წარმოიდგინოს.

ასე ვერ მიხვდები, იქ უნდა ყოფილიყავი

0

10 ლარის გაავსე ბრატ

მომენტი, როდესაც საწვავისთვის მცირე ბიუჯეტი გაქვს, მაგრამ არგინდა შენს გვერდით მყოფებმა შენი მწირი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შეიტყონ.

10 ლარის გაავსე ბრატ

0

ყლეს მისუქებს

ამ ხატოვან გამონათქვამს იყენებენ, რათა ნათელი მოჰფინონ თავიან მწირ დაინტერესებას მოცემული პრობლემისა თუ სიტუაციის მიმართ

მაგარ ყლეს მისუქებს

0

ზიპლიპიტო

ალტერნატივა ისეთი სიტყვებისთვის, როგორებიცაა: ყლე, დიშლა, ბალაყანა, დურბინდი. გამოიყენება ცენზურის დასაცავად.

-გუშინ რომანას ბიჭი ჩამოსულა გერმანიიდან.
-რომანა ვინ ჩემი ზიპლიპიტოა?

1

ზურგს ხელი ჩააყოლე

ესკითხვა ისმის ძირითადად იმ შემთხვევაში როდესაც ვინმე რაიმე ალოგიკურს იტყვის ან იკითხავს.ესაა ზუსტი ინსტრუქცია იმის გასაგებად აქვს თუარა ვინმეს შიგ.
ხშირად გამოიყენება "შიგ ზომ არ გაქვს?"-ის გარეშეც.

-ბიჭო ასი ლარი მასესხე რა
-სადმაქვს ასი ლარი? აბა ზურგს ხელი ჩააყოლე