0

ბლინ

გამოიყენება სიტყვა “ბლიადის” სუროგაციისათვის, მისი მსუბუქი და შედარებით ზრდილობიანი ალტერნატივა. იყენებენ ნაკლებად გამბედავი ყმაწვილები, რომლებზეც მშობლების გავლენა მეტად იგრძნობა.

მეც დამელოდეთ, ბლინ.
შენ ხოარ ანძა, ბლინ.
ჩემიდედასფიცავარ, ბლინ.

0

დალაგება

მრავალი დატვირთვის მატარებელი სიტყვა, რომელიც შესაძლოა გამოხატავდეს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დალაგებას. დავულაგე- გავუიასნე,
ეხა ვლაგდები- ინტენსიური/ემოციური მომენტის შემდეგ ინდივიდის ჩვეულ ფორმაში დაბრუნება.
დალაგდით?- შერიგდით/მოგვარდით

-ამას რაღაც აქვს დალაგებული ზემოთ თორემ დაიჭერდნენ.
-რა ქენი დალაგდი?
-ვერა, ისევ ცუდად ვარ.

0

პიმპილი

იგივეა რაც პილპილი, წარმომთქმელის პროვინციული წარმომავლობის ერთ-ერთი ეგზოტიკური ინდიკატორია.

პიმპილი მოაყა ბჯო

0

არაშენდა

დასახელება არაერთი უბნის, კომპლექსისა თუ კორპუსის, რომელთა აშენებაც უმეტესწილად საბჭოთა კავშირის კოლაფსის ფონზე ვერ დასრულდა. ძირითადად ამ დასახელების ქვეშ მყოფი ადგილები ლტოლვილების მიერ არის ათვისებული.

არაშენდასთან რომ ჩაცდები დარეკე და აგიხსნი.

0

მარგალი როჟა

მეგრელი ადამიანი, რომელიც უხვად ატარებს იმ (ნეგატიურ) შტრიხებს, რომელსაც საზოგადოება მისი წარმომავლობის მიხედვით ელოდება. ძალიან ძლიერი, ჭყინტი მეგრული კილო, მზადყოფნა ტყუილისა და აფიორისთვის, რომელიც მას მოუტანს ხეირს როგორც გრძელვადიან, თუ ხანმოკლე პერსპექტივაში. დაბალი სოციალური თვითშეგნებით, ხელმძღვანელობს: “ ჯერ მე და მერე ყველა სხვა”, ვერბალურად კი საპირისპირო მოლოდინს ქმნის . ძირითადად დაბალი პიგმენტაციის მქონე გენეტიკა, სიწითლე კეფაზე(შედარებით ასაკოვან მარგალებში) და ლოყებზე.

-იმ მარგალს რო დაუჯერე კიდევ კარგად ხარ.

0

ტოქსიკური

გამოიყენება ტვინის ტყვნა ურთიერთობებისა და სულიერად მოუმწიფებელ/ჩაკომპლექსებული ადამიანების აღსაწერად. ქართველი მანდილოსნებისა და ქალაჩუნა ბიჭების ცხოვრებაში დასავლური სოც-მედიიდან წამოსულმა
ამ სიტყვამ ძალიან მალე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.

-საგიტარიუსია?
-კი მაგრამ უტოქსიკურესია

0

ჯუზონი

ენერგიული მუსიკის დასახელება საზოგადოების დაბალ ფენებში. “მუსიკასა” და “ჯუზონს” შორის, საპატიო ადგილს იკავებს “მუზონები”. ეს უკანასკნელი საშუალოდ 19-23%-ით დაბალი სიგოიმის კოეფიციენტით გამოირჩევა ჯუზონთან შედარებით. მუზონად ხშირად მოიხსენიებენ მუსიკას, რომელსაც ტექსტი არ აქვს ან მისი უცხოური ტექსტი მსმენელისთვის არ იშიფრება და მელოდიის განუყოფელ ნაწილად აღიქმება.

-ბეთქო, გორილა ზოეს ლა და დი შეუშვი რა, მაგარი ჯუზონია
- გოგოებო გიგა პაპაცკირის მუზონები არ გევასებათ?

0

შლახენ შლუხენ,

კონტექსტს მოკლებული გერმანული ენის ციტირების უნივერსალური ფორმა.

… და დაიწყო რაღაც ფლახენ ფლუხენი გერმანულად…

0

დავაძაღლე

დაძაღლება ინსტალაციის შედარებით სწრაფი და ინტენსიური ფორმაა.

ოთხი ვიხლოპი და ბრაბუსის დიფუზორი დავაძაღლე.