0

ოღრაში

ძველი, თბილისური სიტყვა, რომელიც მოდის, სავარაუდოდ, თურქეთიდან. ძველად, ოღრაში ერქვათ ე.წ. მამაშებს, სუტენიორებს. დღეს, "ოღრაში" ფართოდ აღარ გამოიყენება, მაგრამ, თუ გამოიყენება, როგორც წესი, ცუდი კონტექსტისაა და უღირს, უსინდისო ადამიანზე მიგვანიშნებს.

-ოოო, ეს დიდი ოღრაში ვინმეა;
-სად წავიდა ეს ოღრაში;
-ნუ ოღრაშობთ!

0

თუქსუსი

ადამიანის სიჩათლახის ლეველის განმსაზღვრელი სიტყვა, რომელიც გვაჩვენებს კონკრეტული ადამიანის "ეშმაკობის" დონეს.

-ოო, ეს რა თუქსუსი ყოფილა?!

0

ტრაკღია

ყველასადმი კეთილგანწყობილი ადამიანი, რომლის კეთილგანწყობაც ყველანაირ ზღვარს სცდება და მისით სარგებლობა ყველას შეუძლია.

-ეს იმიტომ გემართება, რომ ტრაკღია ხარ!
-შენ შენი ტრაკღიაობა დაგღუპავს!

0

თავფანჩარა

ხუჭუჭა, ან უაზრო ვარცხნილობის მქონე საზოგადოების მოფერებით მოხსენიება

-ვაა, თავფანჩაარ!