ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
2

პასპორტი

მიუხედავად იმისა, რომ პასპორტი ყველა ენაზე მოქალაქის დამადასტურებელ საბუთია, ქართულ ენაში ბიძერები მას ბავშვის კუტუას მეტაფორად იყენებენ.

გივი მამი ადი სკამზე ბიძიებს პასპორტი აჩვენე.

0

ნუსხა

იგივე "სია". ქართულ ენაში XVI საუკუნიდან გამოიყენება, მაგრამ ჩვენ ამ სიტყვის არსებობა "ბიძერიდან" შევიტყვეთ.

-ბიჭო ნუსხაო თუ რაღაცაო დააჭირე და გახსნის მაგრად

1

იმირომტომ

"იმიტომ რომ"-ის დამახინჯებული ფორმა.

-იმირომტომ ბაბუა დრაკს ეწყინება

0

ბლეყვერა

ზედსართავი სიტყვა, რომელიც გამოიყენება ადამიანისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად. ბლეყვერას ვუწოდებთ ადამიანს, რომელიც ბევრ სისულელეს აკეთებს და რაღაცნაირი დაბდურაა.

-რანაირად აგისრიალდა ფეხი, რა ბლეყვერა ხარ.

0

არა ბიჭო მოსკოვს შევეკითხები

ამ ფრაზას იყენებენ ამპარტავანი, თავის თავში დაჯერებული ბიძა კაცები, როდესაც რაღაც ყლეობა გადაწყვეტილებას იღებენ სხვებისგან დაუკითხავად.

"არა ბიჭო მოსკოვს შევეკითხები გეპეიში ჩავაბარო თუ არა"