0

მოტმასნილი

სიტყვა რომლითაც აიხსნება ერთი ადამიანის მიზიდულობა მეორე ადამიანის მიმართ, ძირითად შემთხვევაში ასეთი ადამიანი მეორე ადამიანს ყველგან დაყვება სადაც არ უნდა წავიდეს.

- რას მეტმასნები შეჩემა, საქმე არ გაქ?

0

დელეცი

მატერიალურად შეძლებულზე შეძლებული ადამიანი

- ვიღაც დელეცი

0

პროგრამისტი

ადამიანი რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ეკრანიანი მოწყობილობის შეკეთება გაწელილ ვადებში. აქვს უნარი შექმნას აიქლაუდი, გადააყენოს ვინდოუსი, განაახლოს დრაივერები, გატეხოს ფეისბუქი, გააკეთოს პრინტერი და სხვა მრავალი. ძირითადად მისი საჭიროება წარმოიქმნება ისეთი პრობლემის არსებობის დროს როდესაც ინდივიდს არ ჰყოფნის ტექნიკური ცოდნა მის გადასაჭრელად და დროა პროგრამისტს მიმართოს.

- ფეისბუქის გატეხვა მინდა და პროგრამისტები ვინ ხართ?

0

ლოკოკინაჭამია

ძირითადად გამოიყენება უფროსი თაობის მიერ როდესაც მათ არ ესმით კულუტურული ნიშნებით განსხვავებული ადამიანების არსებობა რომელთაც ლოკოკინა არა საზიზღარი არსების თვალით , არამედ დელიკატესის სახით დაინახეს.

- ეგენი ლოკოკინაჭამიები არიან.

0

კარგს ვსვამ კარგს ვჭამ

ფრაზა რომლითაც უფროსი თაობის ადამიანი გვეუბნება რომ ის მისი ცხოვრებით და დღევანდელი ყოფით კმაყოფილია. ძირითად შემთხვევაში მათი ცხოვრება სავსეა იმდეგაცრუებებით , რეპრესიებით და აუხდენელი ოცნებებით.

- მე რა, მე კარგს ვჭამ კარგს ვსვავ, შენ იდარდე.