0

ნიჩვრიტი

ჟესტი- საჩვენებელი და შუა თითის გადაჯვარედინება, რომელიც ფიცს "აუქმებს".
მაგალითად: ადრე თუ ბავშვებს შენი არ სჯეროდათ და ტყუილზე დედას იფიცებოდი, ნიჩვრიტს ზურგსუკან თუ გააკეთებდი ფიცი უქმდებოდა.
ზოგჯერ დამკითხავი ხელებზე და ფეხებზეც კი გაკვირდებოდა, ფეხის ნიჩვრიტი რომ არ გაგეკეთებინა.
ნაბოზარი ბავშვები ამ დროს მიმართავდნენ ბოლო ხერხს, ფიქრებში ნიჩვრიტის წარმოდგენას.

-ხო მარა რო დაიფიცე?
-ნიჩვრიტი მქონდა
-არ გქონდა გიყურებდი
-"გულში მქონდა ნიჩვრიტი"