0

შენ ხომ არ გძმარავს?

“შ*გ ხომ არ გაქვს” შედარებით ზრდილობიანი ფორმა.

- ბიჭო ყოფილს მივწერე.
-აუ შენ ხო არ გძმარავს? რატომ ქენი ეგ?

0

AEZAKMI

ჯადოსნური სიტყვა რის შედეგად ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა შეგიძლია და არაფერი მოგივა სამაგიეროდ. თუმცა “GTA-San Andreas” ის მიღმა ბავშვობის ტკბილი მოგონების მეტი აღრანაირი ღირებულება აქვს

-თამაშს რომ დაიწყებთ ჯერ “AEZAKMI” აკრიფეთ თორე მოგკლავთ...

0

ზაკამანდუ

ბავშვობაში ხშირად გამოყენებული სიტყვა თამაშის ე.წ დასაპაუზებლად რომლის გაგრძელება შეიძლებოდა მხოლოდ კოდური სიტყვის “გავაზაკამანდუე-ს” თქმის შემდეგ თვით შემჩერებლის მიერ.

-ბიჭებო ზაკამანდუ!!!
აუ ამას რა დაელოდება
(1 საათის შემდეგ)
-გავაზაკამანდუე!!!!

0

კუილის ქილა

ხშირ შემთხვევაში აღნიშნავს მანქანას რომელსაც გამონაბოლქვის სისტემა აქვს შეცვლილი ცარიელ მილზე ხოლო ბოლოსკენ ფურთხით მიმაგრებულია ელიავას 20 ლარიანი “გლუშიტელი”. კუილის ქილები განსაკუთრებით გვხვდება ღამის 1 საათიდან ქალაქში უმეტეს წილად სივიკების და 1.3 ფიტების სახით.

-რა ხმაა შეჩემა?
-ისევ ჩაიბღუილა ამ კუილის ქილამ...

0

სალობიე

კავკასიის უნივერსიტეტი

ბიჭო სალობიეში ონლაინ გიტარდებათ გამოცდები?