0

ცხვირჩათლახა

როდესაც ცხვირი ცალკე პიროვნებაა. ანუ ცხვირი ისე იქცევს ყურადღებას, პატრონი არავის აინტერესებს.

-ეგ ისეთი ცხვირჩათლახაა, კუზანოვთან რომ მივიდა ცხვირმა იქით უთხრა ეს სახე მომაშორეო.

0

გაიგდო გუცაევის პასივით

ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც ცნობილი იყო თავისი შედეგიანი პასებით.
გამოიყენება ადამიანზე, რომელიც საკმარისზე დიდხანს გამოიყენებს სხვის ნივთს.

- ეე ბიჭო აღარ მიბრუნებ? რომ გაიგდე გუცაევის პასივით.

0

ცელი კვერცხებში

ცელი გამომისვა/ გამოუსვა კვერცხებში- იღბალმა ზურგი აქცია, მაგარი დაერხა. გამოიყენება უიღბლობის, იმედგაცრუების დროს...

- აუუ ბარსელონამ ცელი გამომისვა კვერცხებში- ტოტალიზატორის მოთამაშის იმედგაცრუება, როცა ბარსელობამ გაუსხა.

0

წამოგიცვამ ქაბაბის ჩეკივით

ძველად საქაბაბეში მებუფეტე ჩეკს რკინის წვრილ ჩხირზე ჩამოახევდა და ისე ინახავდა ხოლმე. გამოიყენება დამუქრებისას.

- შენ დასტოინად ბიჭო, თორე წამოგიცვი ქაბაბის ჩეკივით.