0

პეპელა პეპელა პეპელა

სამი ჯადოსნური სიტყვა, რომლის საშუალებითაც შეგეძლოთ თავი დაგეღწიათ მასიური ფიზიკური თავდასხმისგან.

- პაპს ნუ ატყუებ ბიჭო!
- წააყარეთ
- პეპელა პეპელა პეპელა

0

მენარდეები

50 წელს გადაცილებული მამაკაცთა ჯგუფი, რომლებიც უბანში ნარდის გაგორებით ან დომინოს თამაშით არიან დაკავებულნი, აქედან უმეტესობას აივნიდან ასევე 50 წელს გადაცილებული მეუღლე ეძახის, რასაც მოყვება ქმრის კაი გვარიანი გინება ან "შედი ქალო კუხნაში", მოთამაშეები ხშირად აყოლებენ ჭაჭას და მიწის თხილს.

"გივიიი, რევაზის დაუძახე და ერთი ნარდი გავაგოროთ რაა.... ხო თან 2 ლიტრიანიც მაქ"

0

ონლაინშიკი

პიროვნება, რომელიც დაკავებულია ონლაინში სხვა ადამიანების შეუარცხყოფით და ნათესავების ტრიალით. ხშირ შემთხვევაში ითხოვს ნომერსაც, თუმცა თუ მას ნომერს დაუწერთ მას უმალ ტელეფონზე ანგარიში გაუთავდება ან Offline გავა.

აღნიშნული პირები, უმეტესად გვხვდებიან ქაუნთერის ან ტანკი ონლაინის სერვერებზე.

" შენი დედის კისრის ხრტილი %^!#$!#^!#$!#^#!$!#, ნომერი დაწერე მალე ბიჭო "