0

ამინი გისმინოს

ამ ფრაზას იყენებს სუფრაზე მჯდომი სუბიექტი, რომელიც ზედმეტად ნასვამია და ბევრი ლაპარაკის თავი არა აქვს

-აბა გაუმარჯოს ჩვენს ულამაზეს სამშობლის, ჩვენს ქვეყანას ... - გაიხარე, ამინი გისმინოს ...

0

გებენი

სიტყვა რომელსაც უწოდებენ ადამიანს, რომლის გაბარიტები უფრო დიდია ვიდრე დედამიწის დიამეტრი, ასევე ამ სიტყვით შეიძლება შევამკოთ ცხოვრების რომელიმე რთულადგადანალახი ეტაპი

შაჰ-აბასი: ამ ქართველებს ხო ვერ მოვუხერხე ვერაფერი, რა გებენი ხალხი შეიქნა.

0

შე თესლო

ფრაზა რომლითაც ძმაკაცები ერთმანეთს აქებენ ( ან თავიანთ თავებს იქებენ )

- ბიჯო ეს სათვალე მიხდება?
- კი თესლი ხარ იმენა

0

ჯგუფური ფოტო

ფოტო, რომელიც იდიაში მხოლოდ შენ და შენს მეგობარს უნდა გადაგეღოთ, მაგრამ ამ დროს ფიქსირდება სამწუხარო ფაქტი და თქვენ თქვენი სხვა მეგობრებიც გამჩნევენ, რის შედეგადაც კამერის ობიექტივი ივსება და ივსება. ასე ვიღებთ ჯგუფურ ფოტოს...

-ბავშვებო, მოდით, ჯგუფური ფოტო გადავიღოთ ( არავინ არ უსმენს)
-მოდი მე და შენ გადავიღოთ და მოვა მერე ყველა...