0

ბიძაჩემს ყავს

ბავშვობის კუმირი, არავინ არ იცნობს ერთმანეთის ბიძას, აქედან გამომდინარე ყველაფერი ძვირიანი და კარგი მას აქვს

- ბიძაჩემს იცი რა მანქანა ყავს??

1

ააფეთქებ?

ფართოდ გავრცელებული სიტყვა თინეიჯერებში, რაც ნიშნავს პირველი ნაპასის ჩარტყმას, ნუ აურევთ მას ტერორიზმთან

- ააფეთქებ?
- ვერა ჩამიწვავს ყელს შენ მიდი

0

არა, ნაჭამი ვარ

აღზრდის და მორიდების საკითხია, ძირითადად ნიშნავს, მეორეჯერაც შემომთავაზე

- მოდი აიღე
- არა არა მადლობა, ნაჭამი ვარ

0

ბავშვი გააღვიძე

როდესაც ქართველი ძია კაცი იმყოფება ძლიერი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშ, ამით ის ამტკიცებს მის ქართველობას

- ბავშვი გააღვიძე პიანინოზე დაუკრას

0

ჩემს დროს

ამ სიტყვებს შევხვდებით ზროსლი ტიპებისგან, ძირითადად გამოიყენება უბნის ბავშვებში ავტორიტეტის ასამაღლებლად

- ჩემს დროს სად იყო მასე

0

გავიზნოდ?

მდედრობითი სქესის მოსახიბლი სიტყვა, რომელსაც მამრი ჭაღარა შერეული ხალხი იყენებს

გავისნოდ კამასო??))

0

ტო

თბილისელობის დამტკიცების ერთ-ერთი გზა, ნიშნავს - ბიჭო, მეგობარო

რავახარ ტოო