0

კაია გოროდი.

ფრაზა რომელსაც იგებ პირველი სოფელში ჩასვლისას ძირითადად ხმარობენ 25-40 წლის მამაკაცები და ამით ხაზს უსვამენ რომ დიდი ხანია ქალი არ უნახავთ .

- რა ხდება გოროდში ? არი მუტლობა?
- მუტლის სუნი ტრიალებს ქალაქში
- კაია გოროდი.

0

რა გააკეთეს?

რიტორიკული შეკითხვა რომელიც იწვევს ასოციას სხვადასხვა პარტიის საუკეთესო წლების ღვაწლზე ამ კითხვის დასმის შემდეგ ადამიანებს ძირითადად ახსენდებათ ის ოქროს ხანა როდესაც კეთდებოდა კარუსლები , შადრევნები, იგებოდა გზები .

-ნაციონალებმა რა გააკთეს?
-კარუსლები გზები, შადრევნები.

0

ბებო გარდამეცვალა

გავრცელებული ფრაზა ნებისმიერი ვალდებულების აცილების მიზნით, სამსახურის გაცდენა, დავალების არ ქონის გამართლება და ა.ს.შ. გამოიყენება წელიწადში მაქსიმუმ 4ჯერ , მეტი ფიზიკურად შეუძლებელია, ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში ბაბუები (პაპები) პანტაპუნტით მიყვებიან ბებიებს.

-ბებო გარდამეცვალა , დღეს ვერ მოვალ სამსახურში
- 1 კვირის წინ არ გარდაგეცვალა?
- ეგ დედის მხრიდან იყო ეს მამის მხრიდანაა.

0

ჩემთვის ჩინურია ეგ

ადამიანები გამოიყენებ ამ ფრაზას როდესაც მათვის რაღაცა გაუგებარია

-ტოპოლოგიური არატრივალური ვაკუმია საჭირო მონოპოლი რო არსებობდეს , სტანდარტული მოდელის ვაკუუმი ტოპოლოგიურად ტრივიალურია
-ჩემთვის ჩინურია ეგ